Tuesday, March 7, 2017



მეცხრე დღის რეფლექსიაა  
ეს იყო მთელი ტრენინგის მანძილზე მნიშვნელოვანი და საინტერესო დღე-პრეზენტაციის დღე. განვიხილეთ თითოეული მონაწილის მიერ შესრულებული პროექტი,წარვადგინეთ პრეზენტაციები, მივიღეთ რჩევები და რეკომენდაციები.
ტრენინგზე ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, რასაც გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.
უღრმესი მადლობა ქალბატონ ლალის მრავლისმომცემი მეცადინეობებისთვის.

Sunday, March 5, 2017

მერვე დღის რეფლექსია
 დღევანდელი დღე, როგორც  ყოველთვის საინტერესო და ნაყოფიერი იყო. შევისწავლეთ  პორთფოლიოს  გაზიარება ბლოგზე.

Saturday, March 4, 2017

მეშვიდე დღის რეფლექსია
 ტრენინგი თანდათან დასასრულს უახლოვდება და ჩვენი ცოდნის დონეც ფართოვდება.დღეს შევავსეთ კითხვარი დიფერენცირებული სწავლების შესახებ.
მეექვსე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე, როგორც ყველა დანარჩენი დატვირთული და სანტერესო იყო. წარმოვადგინეთ საშინაო დავალება მოსწავლის სავარაუდო პროექტი,რაზედაც მივიღეთ ტრენერისა და მსმენელებისაგან შენიშვნები და რეკომენდაციები.
  განვიხილეთ და დავიწყეთ შევსება მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების ცხრილისა და აგრეთვე გავიხსენეთ ბლოგზე პრეზენტაციის ატვირთვა.

Sunday, February 26, 2017

მეხუთე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე იყო ძალიან დატვირთული.დავამთავრეთ მუშაობა შეფასების დროის ჩარჩოზე. გავეცანით საავტორო უფლებების პრეზენტაციას და შაბლონს აგრეთვე გამოყენებულ ლიტერატურას,შაბლონებს და რაც მთავარია დავიწყეთ მუშაობა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე.  ვისწავლეთ  პრეზენტაციის გამოყენება ბლოგზე.  მივიღეთ საშინაო დავალება.

Saturday, February 25, 2017

მეოთხე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე იყო ძალიან საინტერესო. ვისწავლეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო საკითხები. როგორ შეგვიძლია  თემისათვის მიმართულების მიცემა.
 დავიწყეთ შეფასების დროის ჩარჩოზე მუშაობა.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

     * ზოგადი კითხვა
1. როგორ დამეხმარება მათემატიკა სამყაროს შეცნობაში?

 * თემატური კითხვები
                                         
  1.     როგორ ვიყენებთ მეტრულ სისტემას საგნების გასაზომად?                
  2.  რატომ ვიყენებთ მეტრულ სისტემას?

*  შინაარსობრივი კითხვები:
 1.რამდენი  სანტიმეტრია ერთ დიუმში?
2.  მეტრული სისტემის რა საზომი ერთეულები არსებობს?


                                     

Sunday, February 12, 2017

ინტელის ტრენინგი დაიწყო

გავეცანი ტრენინგის მოკლე შინაარსს, შემდეგ სასწავლო ღონისძიებების ეფექტურ დაგეგმვა პუბლიკაციის  მომზადება პროექტებით სწავლებაზე. გავიხსენე  ბლოგზე მუშაობა, შევქმენი ახალი პორთფოლიო და მივიღე დავალება პროექტის იდეის  შესახებ..